ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში კორონავირუსით დაინფიცირებული 30 წალამდე ქალი თარჯიმნად მუშაობდა და უცხოელებთან ჰქონდა შეხება. ადგილობრივების თქმით, ინფიცირებულს ბოლო დღეების განმავლობაში მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.
”რეგიონული კვირის” ინფორმაციით, კოვიდ-19-ით ინფიცირებული ქალის ოჯახის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება და მისი ნაცხი ლუგარის ლაბორატორიაში კვლევისთვის უკვე გადაიგზავნა.
ცნობისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დღეს დადასტურდა. ინფიცირებული ოჯახთან ერთად სოფელში დასასვენებლად იყო ჩასული.