ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების ფორმატზე პატრიარქის მითითებას ელოდება

ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია ზუგდიდისა ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმე შარაშერიძემ აღავლინა. მიტროპოლიტმა ბზობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ მრევლი ყველა წესსა და რეკომენდაციას ითვალისწინებს.
რაც შეეხება საკითხს, თუ რა ფორმატით ჩატარდება საღმრთო ლიტურგია აღდგომის ღამეს, როგორც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა აღნიშნა, აღნიშნულთან დაკავშირებით უწმინდესის მითითებას ელოდება.
წირვის დასრულების შემდეგ მეუფე გერასიმემ მრევლს ბზის ტოტები და ტკბილეული დაურიგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები