ქობულეთის რამდენიმე სოფელში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქობულეთის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში: გვარა, ლეღვა, წყავროკა, მუხაესტატე – საკარანტინე ზომები გამკაცრდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მოქალაეებს სახლიდან გამოსვლა იმ შემთხვევაში შეეძლებათ თუ საჭიროებენ მედიკამენტის ან პროდუქტის შეძენას ან სამედიცინო მომსახურების მიღებას.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. ქობულეთის კლასტერიდან რამდენიმე ადგილობრივს კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდა. საიდანაც ექვს ადამიანს ვირუსი აღმოაჩნდა. მათ შორის, არის ერთი არასრულწლოვანი.
საერთო ჯამში ბათუმის ,,მედალფას“ კლინიკაში Covid-19-ზე 25 პაციენტი მკურნალობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები