ყაზბეგში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

“COVID-19”-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყაზბეგის მერია მუნიციპალიტეტში არსებული შიდა ქუჩების, სკვერების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და თავშეყრის ადგილების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავებას აგრძელებს .
აღნიშნულ ღონისძიებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებს.
სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები რეკომენდებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და უვნებელია, როგორც მოსახლეობის, ასევე ცხოველებისა და მცენარეებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები