ტიტე აროშიძე: მოსახლეობას პურის მიწოდების კუთხით პრობლემა არ ექნება

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ პურის მწარმოებელი კომპანია შპს ,,დიამო” მოინახულა და საწარმოო სიმძლავრეს და არსებული მარაგების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო.
,,ჩვენ პურზე ფასის შენარჩუნებასთან დაკავშირებთ უწყვეტ მონიტორინგს ვახორციელებთ. ასევე, აქტიური შეხვედრები გვაქვს მწარმოებლებთან, რათა წარმოებას პრობლემები არ შეექმნას. დღეისათვის მარაგები საკმარისზე მეტია, მოსახლეობას პურის მიწოდების კუთხით პრობლემები არ ექნება“, – აღნიშნა ტიტე აროშიძემ.
პროდუქციის მიწოდების უწყვეტად განხორციელებისთვის, პურის მწარმოებელი საწარმო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია აჭარის მასშტაბით ხორციელდება. შპს ,,დიამო” დღიურად, 20-მდე სახეობის 5 ტონა პურს აწარმოებს. საწარმოში დასაქმებულია 100- მდე ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები