აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი “გუდვილისა” და “წითელი ჯვრის” საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო

აჭარის მთავრობა „გუდვილთან“ და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან“ ერთად ერთობლივ აქციას მარტოხელა ხანდაზმულების დასახმარებლად, აგრძელებს.
აქციის ფარგლებში, ნებისმიერ მოქალაქეს ექნება საშუალება მოხუცების მიმართ სოლიდარობა გამოხატონ და „გუდვილში“  სპეციალურად მათთვის შერჩეული პროდუქტები შეიძინონ, რომელიც მოიცავს როგორც სააკვებ ასევე ჰიგიენურ საშუალებებს.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ, აქციაში ჩართულ მხარეებს, მოხალისეებს მადლობა გადაუხადა და აქციაში მონაწილეობა მიიღო.
აქციის ფარგლებში შეგროვილი პროდუქტები დაფასოვდება და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით „წითელი ჯვრის“ მიერ გადამზადებულ მოხალისეებთან ერთად გადაეცემა ბენეფიციარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები