ზუგდიდში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა 

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 67 წლის მამაკაცს, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, პირველადი ტესტით covid-19 არ დაუდასტურდა. მას განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა და პასუხი კვლავ უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს რომ პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში განაცხადეს.

ცნობისთვის, 67 წლის მამაკაცი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 24 მარტს ცხელების სიმპტომებით მოათავსეს. 25 მარტს მას ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. მამაკაცი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის მკვიდრია. ის 20 მარტს ჩამოვიდა თურქეთიდან და თვითიზოლაციაში იყო. მას შემდეგ რაც მას კორონავირუსი დაუდასტურდა მთავრობის გადაწყვეტილებით, ზედაეწერში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა და თერმოსკრინინგი 1200-ზე  მეტ ადამიანს ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები