მახირ მამედოვმა StopCov ფონდში 25 000 ლარი გადარიცხა

Socar Energy Georgia- ს აღმასრულებელმა დირექტორმა მახირ მამედოვმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ქართულ StopCov ფონდში 25 000 ლარი გადარიცხა.

ამის შესახებ report.ge-ს ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს.

შეგახსენებთ, კომპანია „სოკარმა“ StopCoV ფონდის დასახმარებლად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში 200 000 ლარი 27 მარტს ჩარიცხა.

ბოლო მონაცემებით, ფონდში 24 მილიონ 200 ათასი ლარია მობილიზებული.

ცნობისთვის, StopCoV ფონდში თანხას რიცხავენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები, კომპანიები.

“ქართული ოცნების” მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ფონდში სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ.

სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორიც და მისი მოადგილეებიც.

სპეციალური პლატფორმა StopCoV ფონდი, ბიზნესომბუდსმენის აპარატშია შექმნილი, შესაბამისად, ფონდიდან დასაფინანსებელ საჭიროებებს ბიზნესომბუდსმენი იკვლევს და, მისი თქმით, თანხა გამჭვირვალედ გაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები