ლენტეხის ბლოკპოსტს ადგილი შეეცვალა და ცაგერთან დამაკავშირებელ გზაზე გადმოიტანეს

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკარანტინო ზონად გამოცხადების შემდეგ, გამშვები “ა” პუნქტი  მურის ხიდის ნაცვლად, ცაგერი-ლენტეხის დამაკავშირებელ გზაზე, მდინარე ცხენისწყლის მახლობლად გადმოიტანეს. ამასთან, გამშვებ ბლოკპოსტზე საველე კარვები განალაგეს.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში შესვლა არავის შეუძლია, გარდა იმ ადამიანებისა, რომელთაც სპეცᲜებართვა აქვთ.

რაც შეეხება ლენტეხის მოსახლეობას, რომლებიც გასულები იყვნენ მუნიციპალიტეტიდან და კარანტინის გამოცხადების შემდეგ მოუწიათ სახლში დაბრუნება, ისინი ბლოკპოსტამდე  ტრანსპორტით მიდიან, საიდანაც სამხედროებს  სპეც. Მანქანებით შეჰყავთ ლენტეხში.

საშვებია გამოყოფილი იმ ადამიანებისთვისაც, რომელთაც ადგილობრივებისთვის საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები საკუთარი სურვილით მიაქვთ. Როგორც სოფელ ჯახუნდერის მკვიდრი – ჯოკია ონიანი “რეგიონულ კვირასთან” ამბობს, მას ლენტეხის 5  ოჯახთან მიაქვს საკვები და ფქვილი. მისი თქმით, ამისთვის მან სპეციალური ნებართვა უკვე მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები