ზუგდიდის ინფექციურში 67 წლის კაცის პირველადი ანალიზი კორონავირუსზე უარყოფითია
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 67 წლის კაცს, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული პირველადი ტესტით covid-19 არ დაუდასტურდა, მას განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა და ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება, – ამის შესახებ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში განაცახდეს.
“67 წლის მამაკაცს განმეორებითი კვლევა გუშინ ჩაუტარდა, მისი ბიოლოგიური მასალა დღესაც გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში და თუ დღესაც უარყოფითი პასუხი მოვიდა, პაციენტს ორშაბათს გაწერენ საავადმყოფოდან,”- განაცხადეს საავადმყოფოში.
ცნობისთვის, 67 წლის მამაკაცი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 24 მარტს ცხელების სიმპტომებით მოათავსეს. ხოლო 25 მარტს მას ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. მამაკაცი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის მკვიდრია. ის 20 მარტს ჩამოვიდა თურქეთიდან და თვითიზოლაციაში იყო.
მას შემდეგ რაც მას კორონავირუსი დაუდასტურდა მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ ზედაეწერში თერმოსკრინინგი 1200 მეტ ადამიანს ჩაუტარდა.