ნინო ნიჟარაძე: ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კვლევები ისევ გრძელდება

აჭარაში კორონავირუსზე ტესტი კიდევ 44 პირს ჩაუტარდა. მათგან 39-ს ვირუსი არ დაუდასტურდა. 5 საეჭვო პაციენტის განმეორებითი ანალიზის პასუხი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
“მოძიებული კონტაქტებიდან 44 პირის კვლევა ჩატარდა. 39-ს არ დაუდასტურდა, 5-ის შემთხვევაში კი პასუხი სუსტად დადებითია, ამიტომ მოხდება ანალიზების განმეორებითი კვლევა. ამასთან, გვაქვს შემთხვევა, როცა ქობულეთის საავადმყოფოში მოხდა პაციენტიდან პაციენტზე გადადება. ასევე შემთხვევა, როცა პირის ანალიზებში აღმოჩნდა ანტისხეულები, რაც იმას ნიშნავს, რომ მას დაავადება უფრო ადრე ჰქონდა, ვიდრე დადასტურდებოდა ქობულეთის კლასტერი,” – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
აჭარში ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 20 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაინფიცირებულთა შორის ერთის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები