ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში კორონავირუსის სიმპტომებით ორი პაციენტი მოათავსეს

ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ორი პაციენტი მოათავსეს.
მედიკოსების განცხადებით, მათი ბიოლოგიური მასალა შემდგომი კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია.
ერთ-ერთი პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა და საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა, მედიკოსების შეფასებით პაციენტს ასევე, თანმდევი დაავადება აქვს.
რაც შეეხება მეორე პაციენტს, შუახნის კაცი ზუგდიდის მკვიდრია და კლინიკაში თვითდინებით შევიდა. მას ცხელება და ხველება აღენიშნება. პაციენტი ბოქსირებულ პალატაშია მოთავსებული.
10 აპრილის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 100 ადამიანი იმყოფება, ზედამხედველობიდან მოიხსნა – 692 პირი, 285 – ადამიანიასაკარანტინე სივრცეში, კარანტინიდან მოხსნილია – 191 მოქალაქე.
რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ ორ პაციენტს, ისინი მკურნალობას ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში განაგრძობენ, მედიკოსების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები