ოზურგეთში საკვები პროდუქტები კიდევ 200 ოჯახს გადაეცემა

“ქართული ოცნების” ოზურგეთის საოლქო ორგანიზაცია და ოზურგეთის მაჟორიტარის არჩილ თალაკვაძის ბიურო ოზურგეთელ შეჭირვებულ მოსახლეობას დაეხმარა. კერძო სექტორის, კომპანია “შილდა”-ს და ფონდის “ქართული გალობა” მხარდაჭერით, საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ მერაბ ჭანუყვაძემ და მაჟორიტარის ბიუროს უფროსმა ლაშა ჭელიძემ, საკრებულოს წევრებთან ერთად ოზურგეთის სოფლებში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახები მოინახულეს და მათ ძირითადი მოხმარების პროდუქტები სახლებში მიუტანეს.

ამ ეტაპზე პირველადი მოხმარების პროდუქტები სოციალური პრობლემების მქონე 200 ოჯახს გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები