ჭიათურაში დიალიზის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს სპეციალური ტრანსპორტი მოემსახურება

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ჭიათურის მერის, გივი მოდებაძის გადაწყვეტილებით, დიალიზის პროგრამაში ჩართული 31 პაციენტი საჩხერის სამედიცინო ცენტრამდე კვირაში სამჯერ სპეციალური ტრანსპორტით უფასოდ გადაადგილდება.
“საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე მივიღეთ გადაწყვეტილება დიალიზის პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტით საჩხერის საავადმყოფოში გადაყვანის თაობაზე. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია თითოეული ჭიათურელის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ არ შეექმნათ დამატებითი პრობლემები”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.
აღსანიშნავია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური პროგრამებიდან ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქეები ყოველთვიურად 120 ლარს იღებენ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები