აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 991-მდე გაიზარდა

აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში 991 ინფიცირებულია, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.

გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 26 ადამიანის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 33-ის საშუალო სიმძიმის არის.

ასევე, გუშინ ვირუსის დამარცხება 58 პაციენტმა შეძლო, ჯამურად, 159 გამოჯანმრთელებულია.

აზერბაიჯანში ვირუსს 10 ადამიანია ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები