ქარელში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, ქარელის მუნიციპალიტეტში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სამუშაოები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით განხორციელდა. სადეზინფექციო სამუშაოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ქარელის სახანძრო-სამაშველო განყოფილებისა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა სპეციალური ტექნიკითა და პრეპარატით ჩატარდა.
დეზინფექცია ჩაუტარდა ქარელისა და ქარელის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების ცენტრალურ ქუჩებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.
სადეზინფექციო სამუშაოები მუნიციპალიტეტში აქტიური რეჟიმით გაგრძელდება.