მეჯვრისხეველი დაინფიცირებული მამაკაცის მეუღლეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

მეჯვრისხევში მცხოვრებ დაინფიცირებული მამაკაცის მეუღლეს კორონავირუსი არ დაუდატურდა. აღნიშნული ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა გიუნაშვილმა დაუდასტურა.
ცნობისთვის, კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა შიდა ქართლში 5 აპრილს დადასტურდა. კოვიდ-19-ით ინფიცირებული პირი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ცხოვრობს და ტრაილერის მძღოლად მუშაობს. ინფიცირებულს 31 მარტს საქართველო-სომხეთის საზღვრის კვეთის დროს ტემპერატურა დაუფიქსირდა. ამ დროისთვის, საქართველოს მოქალაქე ერევანში, შესაბამის დაწესებულებაშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები