ხაშურში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტი გადაეცათ

ხაშურის მუნიციპალიტეტში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, იძულებით გადაადგილებულ და სოციალურად დაუცველ (სარეიტინგო ქულა 20 000-მდე, 5 მარტის მდგომარეობით) ოჯახებს საკვები პროდუქტები გადაეცათ.
პროდუქტების გადაცემის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი გურასპაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – მიხეილ ჯანაშვილი და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ზვიად ქურდაძე ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტიდან სააღდგომო დახმარებას 708 ოჯახი მიიღებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 35400 ლარი დაიხარჯა.
აქციას ორგანიზება მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურმა გაუწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები