ირანში კორონავირუსით 68 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული
ირანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 1 972 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში 68 192 დაავადებულია.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კიანუშ ჯაჰანპურმა განაცხადა.
მისი თქმით, გასულ 24 საათში 122 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამურად, 4 232 ლეტალური შემთხვევაა.
ამასთან, ჯაჰანპურის ინფორმაციით, ვირუსი 35 465 პაციენტმა დაამარცხა.