ბულგარეთში აღდგომის დღესასწაულზე ტაძრებს არ დაკეტავენ

ბულგარეთში სააღდგომო დღესასწაულზე ეკლესიების დაკეტვა არ იგეგმება, თუმცა მოსახლეობას მოუწოდებენ, საეკლესიო მსახურებებს მაქსიმალურად მოერიდონ.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ბოიკო ბორისოვმა სინოდის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“მოსახლეობას მოვუწოდებ, ტაძრებსა და მონასტრებში ამჟამად არ იარონ, მაგრამ მითხრეს, რომ ახლა ბევრი ადამიანია სასოწარკვეთაში. ლიტურგიები ჩატარდება, ზარები დაირეკება და ყველა ეპისკოპოსი ვალდებულია, ჰიგიენა დაიცვას, ნიღაბი ეკეთოს და დაიცვას დისტანცია”, – აღნიშნა ბორისოვმა.

ბულგარეთში კორონავირუსის 624 დადასტურებული შემთხვევაა, 24 ადამიანი გარდაიცვალა, 54 კი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის სასამართლომ მთავრობის გადაწყვეტილების კანონიერება ცნო ეკლესიების დახურვასთან დაკავშირებით. სააღდგომო დღესასწაულზე ღვთისმსახურება იქნება დასაშვები, მაგრამ – დახურულ კარს მიღმა და მხოლოდ სატელევიზიო ტრანსლირებით.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები