უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2 203-მდე გაიზარდა

უკრაინაში ერთ დღეში კორონავირუსის 311 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში 2203 ინფიცირებულია.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

ვირუსს სულ 69 პაციენტი ემსხვერპლა, 61 კი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რიცხვი ჩერნოვიცკის ოლქში – 366; კიევში – 348; ივანო-ფრანკოვსკის ოლქში – 254; ტერნოპოლის ოლქში – 196; კიევის ოლქში – 140; ვინიცკის ოლქში – 119.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები