საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა

საქართველოში დღეს კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 230 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 52 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4908 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 430.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები