ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს
ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს.
ამის შესახებ ჯონსონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, პრემიერი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დაავადების ადრინდელ სტადიაზე დარჩება.
ბრიტანეთის 55 წლის პრემიერი კლინიკაში 5 აპრილს გადაიყვანეს.