აშშ-ში კორონავირუსს უკვე 16 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში კორონავირუსის 465 750 დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსს 16 684 ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყანაში უკანასკნელ დღე-ღამეში ვირუსისგან თითქმის 1600 პაციენტი გარდაიცვალა, 33 ათასამდე ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

25 960 პირი კლინიკებიდან უკვე გაწერეს.

COVID-19 50-ვე შტატშია გამოვლენილი.

ნიუ იორკში ინფიცირების 87 725 დადასტურებული და 4 778 ფატალური შემთხვევაა. აღნიშნული სტატისტიკა მიუთითებს იმაზე, რომ მხოლოდ ნიუ იორკში გამოვლენილია იმაზე მეტი ინფიცირებული, ვიდრე მთლიანად ჩინეთში იყო – 81 907.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები