კარლ ჰარცელი: დღეს საქართველო იხსენებს ადამიანებს, რომლებიც საბჭოთა სამხედროებს წინ აღუდგნენ
“ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღს”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
„ამ დღეს ქვეყანა იხსენებს ადამიანებს, რომლებიც საბჭოთა სამხედროებს წინ აღუდგნენ და ტრაგიკულად დაიღუპნენ 1989 წელს. მათი მსხვერპლი არასდროს იქნება დავიწყებული“, – წერს კარლ ჰარცელი.
შეგახსენებთ, 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.