“ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა”
“ჩვენს კლინიკაში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 13 პაციენტი იმყოფება, მათგან მხოლოდ ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობაა საყურადღებო”, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კლინიკაში მყოფი ყველა პაციენტის დაინფიცირების წყარო ცნობილია.
„ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს 46 პაციენტი. მათგან 13-ია დადასტურებული დიაგნოზით. აქედან 18 წლამდე პაციენტია ექვსი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტი რჩება საყურადღებო. ბავშვები თავს გრძნობენ კარგად. მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობს. გამოჯანმრთელებულებს ველოდებით. ტარდება განმეორებითი კვლევები, თუმცა ამ ეტაპზე დადასტურებული გამოჯანმრთელება არ გვაქვს. ჩვენთან შიდა გავრცელება არის, თუმცა, ყველა წყარო ცნობილია, ყველა მოდის თვითიზოლაციიდან. დღეს ტესტირება სულ ცოტა 4 პაციენტს ჩაუტარდება“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.