WHO: კორონავირუსთან დაკავშირებული შემზღუდავი ზომების მოხსნა ნაადრევად არ უნდა მოხდეს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით ქვეყნების მიერ დაწესებული შემზღუდავი ზომების მოხსნა ნაადრევად არ უნდა მოხდეს – ვირუსის განმეორებითი ტალღის არიდების მიზნით.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან ლიდმაიერმა განაცხადა.

“მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ვირუსი სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა დროსა და სხვადასხვანაირად ვითარდება. ამიტომ შეუძლებელია, მსოფლიომ ერთდროულად თქვას, რომ აი ახლა ყველაფერი დასრულდა. ამ გადაწყვეტილებას თითოეული ქვეყანა, ყველა რეგიონი, დამოუკიდებლად მიიღებს. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შემზღუდავი ზომების მოხსნა ზედმეტად ადრე არ მოხდეს, რომ ისევ იმავეს არ დავუბრუნდეთ”, – აღნიშნა მან.

ცნობისთვის, შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნაზე განაცხადეს ჩეხეთში, ავსტრიასა და დანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები