“ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მყოფი, ახალი პაციენტების დაინფიცირების წყარო ქვეყნის შიდა გავრცელებას უკავშირდება, არცერთი არ არის ეკლესიასთან შეხებაში”

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამი ახალი შემთხვევაა.

მისივე განმარტებით, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყარო ქვეყნის შიდა გავრცელებას უკავშირდება.

“დღეს ბოქსირებულ სექტორში 41 პაციენტი მკურნალობას, სულ დადასტურებული დიაგნოზით არის 13 პაციენტი. ახალი 3 პაციენტია. 18-წლამდე არის 6 პაციენტი. 6-ვეს მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტი რჩება შედარებით საყურადღებო. 41 პაციენტიდან 4 პაციენტი ჩაერთვება კვლევაში და პასუხები ხვალ გვექნება. მეორე განმეორებითი კვლევის გამოჯანმრთელების შედეგი არ გვაქვს. ყველა პაციენტის კლასტერი ცნობილია.

სამივე ახალი შემთხვევა ქვეყნის შიდა გავრცელებაა და არცერთი არაა ეკლესიასთან შეხებაში. ყველა ახალი პაციენტის ოჯახის წევრი უკვე მკურნალობს აღნიშნული დიაგნოზით და, რა თქმა უნდა, ესენი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში. პაციენტების ოჯახის წევრები ჩვენთან არ მკურნალობენ. სამივე შემთხვევაში ინფიცირების წყარო ოჯახის წევრია. სტაბილურია მდგომარეობა. ზოგადად, კრიტიკული პაციენტი არცერთი არაა, ერთი რჩება საყურადღებო”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები