ტყიბულში წყლის გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშენებლობა იწყება
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
ამჯერად, კომპანია ტყიბულის წყლის გამწმენდი ნაგებობის პროექტირება–მშენებლობას იწყებს.
ქალაქში არსებული წყლის გამწმენდი ნაგებობა გასული საუკუნის 70–იან წლებშია აშენებული. პროექტის ფარგლებში, სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყლის გამწმენდი ნაგებობა აშენდება. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ობიექტი 10 000–მდე ადგილობრივს მოემსახურება. გაუმჯობესდება წყლის მიწოდება და ხარისხი.
პროექტს 4 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. სამუშაოების დასრულება 2020 წლის ბოლოს არის დაგეგმილი.