“ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა”

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.

რაც შეეხება კლინიკაში შეყვანილ ორ ახალ პაციენტს – სოლოღაშვილის თქმით, მათი კონტაქტები დადგენილია.

“ორი ახალი პაციენტი დაგვემატა. კორონავირუსის მქონე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთია მძიმე, საყურადღებო, რომელთანაც მკურნალობა მიმდინარეობს. ორი ახალი პაციენტი ქვეყნის შიდა გავრცელებას უკავშირდება, კონტაქტები ვიცით, რომ დადგენილია”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები