ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, ის კლინიკიდან შესაძლოა, მალე გაწერონ, – წერს Reuters-ი პარლამენტის წევრ რობერტ ჯენრიკზე დაყრდნობით.

“ჯონსონი კლინიკაში იმდენხანს დარჩება, რამდენიც საჭირო იქნება. მაგრამ გავიგე, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა”, – თქვა ჯენრიკმა და იმედი გამოთქვა, რომ პრემიერი მუშაობას რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება.

ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ გაუარესდა. ექიმის რეკომენდაციით, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას მაღალი ტემპერატურა და ხველება აღენიშნებოდა.

ბრიტანეთის პრემიერს კორონავირუსი 27 მარტს დაუდასტურდა.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები