ზესტაფონის მერია ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრს დაეხმარა

სოციალური აქციის ფარგლებში, ზესტაფონის მერიამ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ “ორიონს” სასურსათო ამანათები გადასცა.

სარეაბილიტაციო ცენტრში სასურსათო პროდუქტები, მოხალისეებთან ერთად, ზესტაფონის მერმა – გიორგი გოგლიჩიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა – შალვა კიკნაველიძემ მიიტანეს.

სოციალური კამპანია ზესტაფონის მერიამ 29 მარტიდან დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, სასურსათო ამანათები სხვადასხვა სოციალურმა ჯგუფმა მიიღო. ზესტაფონის მერიის აქციას კომპანია “ჯორჯიან მანგანეზიც” შეუერთდა.

“სოციალური აქცია მოსახლეობის დასახმარებლად გრძელდება. მერიამ ის სოციალური ჯგუფები შეარჩია, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ დახმარებას. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გაერთიანდა ამ კამპანიაში. მადლობა მოხალისეებს თანადგომისთვის, ასევე, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზს”, რომელიც საკვები პროდუქტებით დაგვეხმარა”, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები