ბორის ჯონსონის მდგომარეობა დამძიმდა – ბრიტანეთის პრემიერს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატს მიუერთებენ
ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. კორონავირუსით ინფიცირების გამო თვითიზოლაციაში მყოფი პრემიერი კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც მედიას ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, იგეგმება ჯონსონის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიერთება.
მანამდე, ჯონსონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრემიერის მდგომარეობა მძიმეა, მას მაღალი ტემპერატურა და ხველება აქვს და ის ექიმის რეკომენდაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამასთან, დაუნინგ სტრითზე აღნიშნეს, რომ პრემიერი მთავრობას კვლავინდებურად უძღვება და მინისტრთა კაბინეტთან კავშირზე იმყოფება.
ბორის ჯონსონის ინფიცირების შესახებ 27 მარტს გახდა ცნობილი.