ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 53 ათასს გადააჭარბა – გარდაცვლილია 3 ათასი პირი

ირანში უკანასკნელი ერთ დღეში კორონავირუსის 3294 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში 53 183 ინფიცირებულია, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კიანუშ ჯაჰანპურმა.

მისივე ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში 134 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა, ჯამურადზ COVID-19-ს 3294 პაციენტი ემსხვერპლა, ვირუსის დამარცხება კი 17 935 ადამიანმა შეძლო.

ამასთან, ხდება ცნობილი, რომ ვირუსით ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, ალი ლარიჯანი დაინფიცრდა, ამჟამად ის კარანტინშია და მკურნალობას გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები