“ვერ წარმოიდგენთ, ეს რა განცდაა”- სასწრაფოს ახალციხელი ექიმი, რომელიც 20 წელია, პაციენტებს პირველად დახმარებას უწევს (ვიდეო)

ლეილა გოგოლაძე საგანგებო სიტუაციის კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მორიგე ექიმია და უკვე  20 წელია, რაც პაციენტებს პირველად დახმარებას უწევს. მისი სამუშაო  დილის 10 საათზე იწყება და მეორე დღის  დილის 10 საათზე მთავრდება.

როგორც თავად ამბობს, მისი პროფესია ყოველთვის საპასუხისმგებლო და რთული იყო, თუმცა ბოლო დროს მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა ეს საქმიანობა უფრო დაამძიმა.

“დღეში ათობით გამოძახებაზე შეიძლება, გავიდეთ. თითოეული ჩვენგანი საფრთხის წინაშე ვართ. იმ დროს, როცა გამოძახება საეჭვო პაციენტთან გვაქვს და შეიძლება, მას კორონავირუსის ნიშნები ჰქონდეს, ვიცვამთ სპეციალურ აღჭურვილობას, ხელთათმანებს, პირბადეს, სათვალესა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ვიაზრებთ რისკს იმის შესახებ, რომ შესაძლოა, დაინფიცირებული პაციენტისაგან ინფექცია ჩვენც გადმოგვედოს და ამით ჩვენი ოჯახის წევრებიც დავაზარალოთ, ექიმები მაინც პაციენტსა და მის ჯანმრთელობას ვაყენებთ წინა პლანზე“, – უყვება ექიმი „რეგიონულ კვირას“.

როგორც სასწრაფოს ექიმი ამბობს, მისთვის მთავარი ბედნიერება კმაყოფილი პაციენტია.

ლეილას გარდა, არსებობენ ექიმები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ახალი კორონავირუსის დასამარცხებლად თავდაუზოგავად იბრძვიან.

 

მედეა ლომიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები