ქვემო ბოლნისში ადგილობრივებისთვის პენსიების დასარიგებლად „ლიბერთი ბანკის“ ავტომანქანა შევიდა

სოფელ ქვემო ბოლნისში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უკვე მესამე დღეა, ჩაკეტილია, პენსიების დასარიგებლად “ლიბერთი ბანკის” ავტომანქანა შევიდა. აღნიშნულ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი “რეგიონულ კვირას” უდასტურებს.

“ერთი საათის წინ შევიდა „ლიბერთი ბანკის“ მანქანა, რომელიც არიგებს პენსიებს. წესრიგი და დისტანცია უზრუნველყოფილია. მოხალისეები იმყოფებიან ადგილზე ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად და ეს საკითხი მოგვარებულია. მივიღეთ ინფორმაცია, რომ დისტრიბუცია მუშაობს ჩვეულებრივად, შეკვეთის შემდეგ მოდის დისტრიბუციის მანქანა და მაღაზიებში ხდება მათი განაწილება. ასევე, შეტანილი გვაქვს სოციალური პაკეტები, 100 პაკეტი, რომლის დარიგებაც მოხდება”, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

მისივე თქმით, სხვა მხრივ მუნიციპალიტეტში სიმშვიდეა და მოსახლეობა მაქსიმალურადაა ინფორმირებული  კარანტინით დაწესებული შეზღუდვების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები