აზიის განვითარების ბანკი: 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა არ გაიზრდება

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 0%-ით გაიზრდება.

როგორც აზიის განვითარების პროგნოზშია აღნიშნული, პანდემიისა და ნავთობზე ფასების ვარდნის, შემცირებული მოხმარების, ტურიზმისა და ვაჭრობის გამო საქართველოს მშპ-ს ზრდა 0%-ს არ გადააჭარბებს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს ეკონომიკა ჩვეულ დინამიკას 2021 წელს დაუბრუნდება და ეკონომიკა 4.5 %-ით გაიზრდება.

ADB-ის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის, შეინ როზენტალის, პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარების მეტი მხარდაჭერა და ინვესტირება თანამედროვე ტექნოლოგიებში, მეცნიერებასა და ციფრულ განათლებაში.

ბანკი 2020 წელს ინფლაციის 4,5%-მდე, 2021 წელს კი 3,0%-მდე შემცირებას ვარაუდობს.

აქვეა განმარტებული, რომ მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი 2020 წელს კიდევ უფრო შემცირდება და მშპ-ის 4.4.%-ს შეადგენს, ხოლო 2021 წელს 4.2%-ს, რადგან იმპორტის უწყვეტი კლება და ნავთობზე ფასების ვარდნა სავაჭრო დეფიციტის შემცირებას გამოიწვევს.
აზიის განვითარების ბანკის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ექსპორტის ზრდა 2020 წელს 3.6%, ხოლო 2021 წელს 11.9%-ითაა ნავარაუდევი, ხოლო მოკრძალებული შიდა ექსპანსია და შედარებით მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იმპორტს 2020 წელს 1.1%-ით, ხოლო 2021 წელს 7.0%-ით გაზრდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები