ჩინეთში ძაღლებისა და კატების ხორცის ჭამა აკრძალეს
ჩინეთში გუანდუნის პროვინციის ქალაქ შენჟენის ხელისუფლებამ 1-ელი მაისიდან ძაღლებისა და კატების ხორცის გაყიდვა და ჭამა აკრძალა, – იტყობინება CNN-ი.
“ყველა ცხოველიდან ძაღლები და კატები ადამიანებთან ყველზე ახლოს არიან, ამიტომ საკვებში მათი ხორცის გამოყენების აკრძალვა განვითარებულ ქვეყნებში ნორმალური პრაქტიკა გახდა. აღნიშნული აკრძალვა, ასევე, პასუხობს ცივილური კაცობრიობის სულიერებას”, – განმარტეს ქალაქის ხელისუფლებაში.
თებერვალში ჩინეთში, ასევე, აკრძალეს ველური ცხოველების ხორცის გაყიდვა და ჭამა, რომელთა გამო, სავარაუდოდ, კორონავირუსის გავრცელება დაიწყო, მათ შორის არიან ღამურები.
ორგანიზაცია Humane Society International-ში აღნიშნეს, რომ ჩინეთში ყოველწლიურად ხორცის მიღების მიზნით 10 მლნ ძაღლსა და 4 მლნ კატას კლავენ.