“ბოჭორიშვილის კლინიკაში COVID19-ით ინფიცირებული ექიმი არ გვყავს, მსგავსი ფაქტი არც დაფიქსირებულა”
ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაკა სოლოღაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი ექიმი იყოს მოთავსებული, არ ადასტურებს.
მისივე თქმით, მსგავსი ფაქტი მათ კლინიკაში არ დაფიქსირებულა.
„ჩვენს კლინიკაში არცერთი ინფიცირებული ექიმი არ არის და მსგავსი ფაქტი არც დაფიქსირებულა“, – აღნიშნა სოლოღაშვილმა.