ზომლეთი-ხიხაძირის დამაკავშირებელი გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ზომლეთი-ხიხაძირის დამაკავშირებელი გზის მე-19 კილომეტრზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესი ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა – ვახტანგ ბერიძემ, მაჟორიტარი დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში – ანზორ ბოლქვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძემ მოინახულეს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწის მასა დღეს, დღის მეორე ნახევარში ჩამოიშალა და საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაკეტა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები პრობლემის მოგვარებას მყისიერად შეუდგნენ.

ამ დროისათვის ტერიტორიაზე გაწმენდით სამუშაოებს 3 ერთეული ტექნიკა აწარმოებს, რამდენიმე საათში გაწმენდით სამუშაოებში დამატებითი მძიმე ტექნიკა ჩაერთვება და ჩამონაშალის გატანა უახლოეს პერიოდში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები