გოდერძი ჩანქსელიანმა ოჯახის ბიზნესიდან “StopCov ფონდში” 100 000 ლარი გადარიცხა
თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის, გოდერძი ჩანქსელიანის ოჯახი უერთდება ბიზნესასოციაციის მიერ წამოწყებულ ბიზნესსოლიდარობას და “COVID 19”-ის წინააღმდეგ საბრძოლველად წამოწყებულ აქციაში ერთვება.
გოდერძი ჩანქსელიანის ოჯახის ბიზნესიდან 100 000 ლარი ჩაირიცხა ანგარიშზე, რომელიც მიემართება სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშს – დანიშნულებით “Stopcov”.
#StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.
StopCoV ფონდი COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა. თანხის ჩარიცხვა ყველას შეუძლია https://stopcov.ge/ka/Fund