ვახტანგ გომელაური: საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ ყველა, არამარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთლიანად მთავრობა

“საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ ყველა, არამარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთლიანად მთავრობა”, – ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგუშაგოების მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მალე აღდგომა მოდის და მთავრობა შეჯერდება, როგორ ჩატარდეს ყველაფერი.

“საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ ყველა, არამარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთლიანად მთავრობა. გავიარეთ სხვადასხვა მიმართულებით, ახლა აღდგომა მოდის. ჯერ 2 კვირაა იქამდე. ამაზე შევჯერდებით, თუ როგორ ჩატარდება ყველაფერი. ველოდებით, 2 კვირაში რა იქნება, არავინ  იცის, ჩვენ კი არა, მსოფლიოში რა იქნება, ეგ არ ვიცით, წინასწარ ვერ დავგეგმავდით ნამდვილად”, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები