კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 859 796-ს შეადგინა, გარდაცვლილია 42 341 ათასი პაციენტი.

ამის შესახებ აშშ-ის ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემშია ნათქვამი, რომელიც ინსტიტუტის ვებგვერდზე, ონლაინრეჟიმშია ხელმისაწვდომი.

სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში ვირუსი 189 618 ადამიანს აქვს დადასტურებული, იტალიაში – 105 792; ესპანეთში – 92 923; ჩინეთში 82 924; გერმანიაში – 71 808; საფრანგეთში – 52 836; ირანში – 44 605; ბრიტანეთში – 25 481; შვეიცარიაში – 16 605; თურქეთში – 13 531; ბელგიაში – 12 775; ნიდერლანდები – 12 667; ავსტრია – 10 180; სამხრეთ კორეაში – 9 887;

სიკვდილიანობის მაჩვენებლით იტალია კვლავ პირველია – 12 428; ესპანეთში – 8 464; საფრანგეთმა ჰუბეის პროვინციის მაჩვენებელს გადაასწრო და 3 523 შეადგინა;​ ჰუბეის პროვინციაში 3,187; ირანში – 2898; ბრიტანეთში – 1 789; ნიდერლანდებში –1 039; გერმანიაში – 775; ბელგიაში – 705; შვეიცარიაში – 433; თურქეთში – 214;

მსოფლიოში ვირუსის დამარცხება 178 301 პაციენტმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები