ბოლო 24 საათში StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხები 2,5 მლნ ლარით გაიზარდა

31 მარტის, 18:00 საათის მდგომარეობით, StopCoV ფონდში მობილიზებულმა თანხამ 19 მლნ 935 ათასი ლარი შეადგინა.

COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, StopCoV ფონდი შეიქმნა.

როგორც “კვირას” ბიზნესომბუდსმენის აპარატის პრესსამსახურიდან აცნობეს, #StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერმინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფონდში შენატანები განახორციელეს როგორც კომპანიებმა, ასევე, ფიზიკურმა პირებმა:

“კავკასუს ონლაინი” – 1 მლნ ლარი
STAR WOOD, ORMAN URUNLERISANAYI – 650 ათასი ლარი
IDS ბორჯომი საქართველო – 300 ათასი ლარი
ავთანდილ ნამიჩეიშვილი – 100 ათასი ლარი
“ჯორჯიან მანგანეზი” – 100 ათასი ლარი
“ალდაგი” – 50 ათასი ლარი
“იუჯითი”- 50 ათასი ლარი
“დაგი” – 30 ათასი ლარი
Sisam kavkasus – 20 ათასი ლარი
“ენსი გრუპ” – 20 ათასი ლარი
“გილმარი”- 15 ათასი ლარი
“ნეოფარმი” – 15 ათასი ლარი
შპს „კაცხურა” , 10 ათასი ლარი
EPIC DEVELOPMENT, 10 ათასი ლარი
“ჯეონეთი” – 10 ათასი ლარი
“ისანი ბილდინგ” – 10 ათასი ლარი
“ლოჯისტიქს სოლუშენ” – 10 ათასი ლარი
“ბიესი” – 5 ათასი ლარი
“გროს ენერჯი ჯგუფი” – 5 ათასი ლარი
“აპტოსი” – 5 ათასი ლარი
“აიტიკრაფტი” – 5 ათასი ლარი
“ოქტოპუსი” – 5 ათასი ლარი
საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია, 2 ათას 500 ლარი.

ჩარიცხვა ყველას შეუძლია https://stopcov.ge/ka/Fund

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები