ქარელის მერის მოადგილემ საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების გაცემის პროცესი დაათვალიერა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ სულაქველიძემ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისათვის საკვები პროდუქტების გაცემის პროცესი დაათვალიერა.

ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქარელის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში 6 დასახელების არამალფუჭებადი პროდუქტით სასურსათო პაკეტი 21 საბავშვო ბაღის 1438 აღსაზრდელმა მიიღო.

პროდუქტების დარიგება ორგანიზებულად, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სათანადო დისტანციის დაცვით მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები