Reuters: აშშ-ის დაზვერვას რუსეთში, ირანში, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში ეპიდემიის მასშტაბების შეფასება უჭირს

ამერიკის სპეცსამსახურები მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდემიის ზუსტი სურათის დადგენას ცდილობენ, თუმცა, როგორც Reuters-ს ხუთმა წყარომ აცნობა, სპეცსამსახურებმა დაასკვნეს, რომ რუსეთში, ირანში, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში ამის გაკეთება რთულია, რადგან ამ ქვეყნებში ინფორმაციის სახელმწიფო კონტროლია და ხელისუფლების ჩაკეტილი წრეა.

Reuters-ის მონაცემით, აშშ-ის დაზვერვას არა მხოლოდ ციფრები, არამედ ეპიდემიასთან ბრძოლის შესაძლო პოლიტიკური შედეგები აინტერესებს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, მაგალითად, რუსეთში ეპიდემიის რეალური მასშტაბის ცოდნა შეიძლება, გადამწყვეტი მნიშვნელობის იყოს, რადგან ქვეყანა 14 სახელმწიფოს ესაზღვრება და რეგიონში ვაჭრობისა და ტურიზმის ცენტრია.

აშშ-ის დაზვერვა აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეას დაავადების შემთხვევების ოფიციალური დარეგისტრირება ჯერ არ მოუხდენია, თუმცა ის ჩინეთს ესაზღვრება და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სამედიცინო დახმარებისთვის მიუმართავს.

ირანის შემთხვევაში, ეპიდემიის სრული სურათი არ არსებობს, თუმცა მაღალჩინოსნებსა და მმართველი ჯგუფის წევრების ინფიცირების შემთხვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია საჯარო ხდება.

ჩინეთში კი უკვე რამდენიმე დღეა, კორონავირუსი ქვეყნის შიგნით არ დაფიქსირებულა, ახალი ინფიცირებულები საზღვარგარეთიდან ჩადიან. აშშ-ის დაზვერვაში ჩინეთის გამარჯვება ერთგვარ სკეპტიციზმს იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები