გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან 33 წლის ქალი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხიდან 33 წლის ქალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით,ახალგაზრდა ქალი სოფლის ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა და მას 10 დღის წინ ჩეხ ტურისტებთან ჰქონდა ურთიერთობა.

სოფელ ველისციხის ოჯახის ექიმის თქმით, პაციენტს ტემპერატურა და ყელის სიმშრალე 2 დღის განმავლობაში აღენიშნებოდა.

“პაციენტი მოვიდა ჩვენთან ტემპერატურის მატების და ყელის სიმშრალის გამო და მისი გადაყვანა მიზანშეწონილად ჩაითვალა მაშინ, როცა გაირკვა,რომ ჩეხ ტურისტებთან ჰქონდა კონტაქტი“,-განაცხადა ნანული ადამიძემ.

შეგახსენებთ,ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 100 დადასტურებული შემთხვევაა , მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 18 ადამიანი,კარანტინის რეჟიმში – 4978 პირი რჩება და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 266 მოქალაქე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები