“სოკარმა” STOPCOV ფონდის მხარდასაჭერად საქართველოს ბიზნესასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა

კომპანია „სოკარი“ მხარს უჭერს StopCoV ფონდის შექმნას და ფონდის დასახმარებლად საქართველოს ბიზნესასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა.

როგორც “სოკარში” აცხადებენ, ქვეყანაში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, კომპანია მომავალშიც აპირებს, წვლილი შეიტანოს Covid-19-ის დამარცხებაში და ფონდს ფინანსური თუ სხვა საჭირო რესურსით დაეხმარება.

#StopCov ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერმინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

„სოკარი“, როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანია, შეუერთდა ასოციაციის ინიციატივას და ფონდისთვის შექმნილ ანგარიშზე 200 000 ლარი ჩარიცხა.

ფინანსური მხარდაჭერის გარდა, „სოკარი“ ზრუნავს საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე და ვირუსის გავრცელების პირველივე ეტაპიდან მუშაობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების შესაბამისად, დისტანციურ რეჟიმში. ასევე, კომპანია არ წყვეტს აბონენტებზე ზრუნვას და, შექმნილი ვითარების მიუხედავად, თითოეულ მომხმარებელს ბუნებრივი აირი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება”, –  აცხადებენ “სოკარში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები