ცესკო: მონაცემები, რომლებიც, ერთ-ერთი უცხოური მედიის ცნობით, ჰაკერულ ფორუმზე გავრცელდა, ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებს არ ემთხვევა

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ მონაცემები, რომლებიც, ერთ-ერთი უცხოური მედიის ცნობით, ჰაკერულ ფორუმზე გავრცელდა, ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებს არ ემთხვევა.

როგორც ცესკო-ში აცხადებენ, საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ბაზაში სამი მილიონ ხუთასი ათასი ამომრჩეველია და მასში არ არის მითითებული ტელეფონის ნომრები და არ არის ასახული გარდაცვლილი მოქალაქეები.

უცხოური გამოცემის, ZDNet-ის ინფორმაციით, ჰაკერულ ფორუმზე 4,9 მილიონი ქართველის პირადი მონაცემების ბაზა გამოქვეყნდა, მათ შორის – გარდაცვლილი მოქალაქეების მონაცემებიც. გამოცემა აღნიშნავს, რომ პერსონალური მონაცემები მოიცავს სრულ სახელებს, საცხოვრებელ მისამართებს, დაბადების თარიღებს, პირად ნომრებსა და მობილური ტელეფონის ნომრებს. გამოცემა წერს, რომ, 2019 წლის მონაცემებით, საქართველო 3,7 მილიონი მოქალაქე ჰყავს, საიდანაც მესამედზე მეტი არასრულწლოვანია და ხმის მიცემის უფლება არ აქვს.

როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ინფორმაცია, რომელიც უცხოურ პრესაში გავრცელდა, მათთვის ცნობილია და საკითხის შესწავლა მიმდინარეობა.

„მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში დამატებითი განმარტებები გაკეთდება“, – აცხადებენ შს სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები