ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ნაგავშემკრები კონტეინერები განთავსდება
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ 32 ცალი ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში: მოხისში, კოდავარდისუბანსა და ზემო შაქშაქეთში განთავსდება.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ქარელის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
აღნიშნული პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
სოფლებში ურნების გადანაწილებას ა(ა)იპ „კეთლმოწყობის სამსახური” უზრუნველყოფს.